ბოჭორიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2020 16:06
ბოჭორიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის  სქემა დროებით შეიცვლება

გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება. სამუშაოების გამო, 21 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.

კერძო ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ, როგორც ვეკუას, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩების მეშვეობით, ასევე, პირველ მიკრორაიონში, ბოჭორიშვილისა და ნანეიშვილის ქუჩებს შორის არსებული ქუჩით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, მიკროავტობუსი N210 გადაადგილდება კეცხოველის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს.