იაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2020 17:20
იაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
 
სოლოლაკში, იაშვილის  ქუჩა №7-ში, რკინა-ბეტონის კედელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
 
პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს  შპს „ინსტალ +“ ასრულებს.