კახა კალაძე: დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 11:31
კახა კალაძე: დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

„დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.