ირაკლი კობახიძე - ზუსტად ასეთი ვითარება იყო 2016 წელს, როცა ოპოზიციამ მეორე ტურზე უარი თქვა, როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 11:39
ირაკლი კობახიძე - ზუსტად ასეთი ვითარება იყო 2016 წელს, როცა ოპოზიციამ მეორე ტურზე უარი თქვა, როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს

როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს. ზუსტად ასეთი ვითარება იყო 2016 წელს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება. აქედან გამომდინარე, ისინი მეორე ტურში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ზედიზედ მეორე არჩევნებია, ამას აკეთებენ, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, რითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველანაირი კონსულტაციისთვის მზად არის.

„მზად ვართ ყველანაირი კონსულტაციებისთვის. კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო სწორედ ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე. იმ სისტემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. როდის გაიმართება შეხვედრა, ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა კობახიძე.