საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 11:40
საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 100 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 81 783 გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 16 802 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 445. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 976 პაციენტი.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი.