კულუმბეგოვი: ლოკდაუნი მაინცდამაინც მოსახლეობის სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 13:37
კულუმბეგოვი: ლოკდაუნი მაინცდამაინც მოსახლეობის სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს

ლოკდაუნი არ ნიშნავს მაინდამაინც სახლში უნდა გამოვკეტოთ საქართველოს მოსახლეობა, – ამის შესახებ ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკათან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეპიდემია, რომ აღმავალი ტრაექტორიით მიდის, ამას ახლა ჩვენ ყველა „თვალნათლივ ვხედავთ“.

 

ლოკდაუნის შემოღება-არშემოღების საკთხი, ზოგადად, ეს იმდენად ლოგიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს-ხოლმელოკდაუნში იგულისხმება მობილობაზე მოქმედი ფაქტორები. ლოკდაუნი არ ნიშნავს მაინდამაინც სახლში უნდა გამოვკეტოთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა.

 

აქ საუბარია, ვირუსის გავრცელების ბუნებრივ ნიშნულზე, ანუ რეპროდუქციულ ინდექსზე, რომელი ღონისძიებები ახდენს გავლენას. ეს არის მობილობის შეზღუდვითი ღონისძიებები. ტრანსპორტთან დაკავშირებული, არაესენციალური, არასაჭირო მაღაზიებში ვიზიტი“, – განაცხად კულუმბეგოვმა.