ტრაგედია თბილისში – ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 13:59
ტრაგედია თბილისში – ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გუშინ საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

 

ავარიის დროს მძიმედ დაშავდა მანქანაში მყოფი ახალგაზრდა გოგონა.

 

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თითქმის შეუძლებელი იყო მოძრაობა. მიზეზი დღეს დილით გავიგე. ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდები შეიწირა.

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ სულებს.

 

ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა  და ახლობლებს.

 

არ ვიცი, როგორ უნდა შემცირდეს სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების. ზომები სასწრაფოდ მისაღებია! მძიმე დემოგრაფიული პირობების ფონზე  ვკარგავთ ახალგაზრდებს.

 

ალბათ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – წერს ავარიის ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

 

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

შენიშვნა: თავდაპირველად ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობარმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ავარიას სულ სამი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა საბოლოდ დადასტურებული ინფორმაციით – გარდაიცვალა 2 ახალგაზრდა და დაშავდა ერთი.