ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით, ფლორიდაში 180-მდე ადამიანი დააკავეს
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 14:02
ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით, ფლორიდაში 180-მდე ადამიანი დააკავეს

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ფლორიდას შტატში, ტალაჰასის პოლიციის განყოფილებამ ადამიანთა და ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავა.

 

ოპერაცია „დაკარგული უბიწობა“ 2018 წლის 18 ნოემბერს დაიწყო, რომლის მიზანიც სექსუალურად ექსპლუატირებული თინეიჯერი გოგონას გადარჩენა იყო.

 

საქმესთან მიმდინარეობისას, გამოძიებამ ძალიან დიდი რაოდენობის ციფრული სამხილი ამოიღო, რომელთა აღმოჩენითაც ბევრად უფრო სწრაფად განსაზღვრა დამნაშავეთა იდენტობები.

 

განყოფილების უფროსის – ლორენს რიველის თქმით, მსგავსი ზომის დანაშაულებრივი შემთხვევა ტალაჰასში პირველი იყო. დაკავებულთაგან 72 წვრილმანი დანაშაულებების მიზეზით, 106 – შედარებით მძიმე დანაშაულის გამო, ხოლო 9 ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებული ძალიან მძიმე ბრალდებით გაასამართლეს.

 

ახალგაზრდა გოგონა, რომელიც +18 „ონლაინ“ რეკლამაში (სექსი ფულის სანაცვლოდ) მისი სურვილის საწინააღმდეგოდ იღებდა მონაწილეობას, გამომძიებლებს ბრალდებულების დაკავებაში დაეხმარა. ქალაქის პოლიციის უფროსის განცხადებით, გოგონა ახლა, გამოჯანმრთელების პროცესშია და სიტუაციას თავს კარგად ართმევს.

 

პოლიციის თქმით, ისინი არ გაავრცელებენ დამნაშავეთა შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა დაზარალებულთა პირადი ცხოვრების უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენოს ან შელახოს. სამართალდამცავები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართონ ცხელ ხაზს – 1-888-373-7888.

 

FoxNews-ის განცხადებით, ყოველწლიურად, შტატებში, დაახლოებით 50 000 ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. მსოფლიო მასშტაბით, „ტრეფიკინგის ინდუსტრიაში“ დამნაშავეები წლიურად, 105 მილიარდ დოლარს იღებენ.