დღე-ღამეში მსოფლიოში 5 800-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 16:12
დღე-ღამეში მსოფლიოში 5 800-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 373 000-ს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 373 947 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 57 659 505 ადამიანი დაინფიცირდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 357 538 შემთხვევა გამოვლინდა, 5 811 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.