საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 3 საათში გახდება ცნობილი
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 21:25
საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 3 საათში გახდება ცნობილი

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 3 საათში გასაჯაროვდება.

არჩევნების შემაჯამებელი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.