ცესკო - შედეგების გამოქვეყნების პროცესში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 10:09
ცესკო - შედეგების გამოქვეყნების პროცესში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკოს ვებგვერდზე არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებისას ა ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

„შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – აღნიშნულია ცესკოსს განცხადებაში.