რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 12:29
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი დააკავეს.

ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ოკუპანტების მიერ დატყვევებულმა მამაკაცმა დაკავებისას მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ასევე მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.