ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 13:54
ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გაათავისუფლეს

გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

"ეს ყველაფერი უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს თუ გავითვალისწინებთ პროკურატურის აქტიურობას, როგორ უნდოდათ ამ პიროვნების დაკავება. ეს იყო გამიზნული, რომ გადაეფარათ ბაჩალიაშვილის საქმე და მეორედ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია. გამოძიება იძიებს იმა,ს რასაც ყურადღება არ უნდა მიაქციონ და არ იძიებს იმას, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს,"- აცხადებს ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი, მიხეილ რამიშვილი.

რის საფუძველზე შეეცვალა დავით ფურცხვანიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.