ცესკო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ავრცელებს
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 14:21
ცესკო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ავრცელებს.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

№1 – მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.57% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.43%;

№2 – ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.72% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.28%;

№3 – საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.92% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.08%;

№4 – ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.15% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.85%;

№5 – სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.68% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.32%;

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.95% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.05%;

№7 – ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.4% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.6%;

№8 – გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.36% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.64%;

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 88.83% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.17%;

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 92.53% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.47%;

№12 – რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 89.79% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.21%;

№16 – ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.72% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.28%;

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.94% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.06%;

№23 – ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 91.92% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.08%;

№27 – ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 93.88% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 6.12%;

№28 – ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 87.81% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 12.19%;

№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.19% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%.

ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისში, სადაც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 92.02 პროცენტი აქვს,

გრიგოლი შუშანიას -7.98 % პროცენტი.