ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 15:20
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონშო კორონავირუსზე ტესტი 214 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში სტაციონარულად 69 კოვიდინფიცირებული ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 25, 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება სოხუმის საველე მრავალპროფილურ ჰოსპიტალს, აქ მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 27-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის კი მძიმე.

მთლიანობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 380 შემთხვვაა დადასტურებული, აქედან 3 616 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 68 კი გარდაიცვალა.