"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 17:41
"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბილიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეჭრილი პირის, ლევან ზურაბაშვილის დედისთვის მცირე ფინანსური დახმარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით - ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.