ლევან ზურაბაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 19:33
ლევან ზურაბაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

პროკურატურა ბრალდბულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

ადვოკატები სასამართლოს არასაპატიმრო ღონისძიების შუამდგომლობით მიმართავენ. ისინი იმ ერთადერთი მუხლის მოხსნასაც ითხოვენ, რომელიც ზურაბაშვილს აქვს წაყენებული.

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა.

დღეს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.