მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2020 19:44
მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა

ტრაგედი მარნეულში - სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, 17 წლის გოგო დაიღუპა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა აბაზანაში იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, აბაზანაში წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული და უბედური შემთხვევაც ამან გამოიწვია. 

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

mtavari.tv