თურქეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2020 10:47
თურქეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას თქმით, თურქეთი ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესაძენად უახლოეს დღეებში კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა.

„დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც იგივე რაოდენობა გვექნება,”- განაცხადა კოჯამ.

მისივე თქმით, ქვეყანა მოლაპარკებებს Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინების შეძენის მიზნითაც აწარმოებს.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 440 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.