ნათია ფანჯიკიძე - კახეთში ქალიშვილ ქალს როგორ დასტირიან იცით? კარგუნახავი წახვედიიი... ხოდა, რას უკრძალავდით, კარგი თუ იყო?
ამობეჭდვა · 25 / 11 / 2020 14:17
ნათია ფანჯიკიძე - კახეთში ქალიშვილ ქალს როგორ დასტირიან იცით? კარგუნახავი წახვედიიი... ხოდა, რას უკრძალავდით, კარგი თუ იყო?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"თინუსას ზღაპრებს ვუკითხავ და მიგნებებს ვაკეთებ ერთგვარს, - მზეთუნახავს სულ მეგონა მზეზე არ უსეირნია, ახლა მივხვდი, მზეჭაბუკუნახაობას უნდა ნიშნავდეს, ქალიშვილია მოკლედ რა. ძალიან ეშმაკური ამბებია ზღაპრებში.

კახეთში ქალიშვილ ქალს როგორ დასტირიან იცით? კარგუნახავი წახვედიიი... შე კარგუნახავო. ხოდა რა ვიცი კაცო, რას უკრძალავდით, კარგი თუ იყო?

ვხუმრობ თქვენგენაცვალეთ. არ გეგონოთ ვინმეს მანდილს ვერჩოდე. გინდ მოიხადეთ, გინდ დაიხურეთ. ზღაპრად გიყვებით, რაც წავიკითხე", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.