შინდისში სკვერის რეაბილიტაცუა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 25 / 11 / 2020 18:14
შინდისში სკვერის რეაბილიტაცუა მიმდინარეობს

შინდისში, ნ. ბარათაშვილის I შესახვევში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სკვერის ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდება და ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.

პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგება. მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდება სხვადასხვა სახის ატრაქციონი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდება.

სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.