მაგისტრალურ გაზსადენზე დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2020 10:42
მაგისტრალურ გაზსადენზე დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება

28 ნოემბერს, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

"დაზიანების აღსადგენად ადგილზე მაქსიმალური მობილიზაციაა ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთაღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, - აცხადებენ უწყებაში.