ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2020 11:04
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან, კობა ნაყოფიასა და გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გარდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, ეს შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არ არის.

„მესამე რაუნდი არაა, მოულოდნელად დაგვიბარეს და მოვედით,"- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.