ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2020 15:45
ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, დაპირისპირების დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ირაკლი ჩხვირკვია დააკავეს.

მისი გაყვანის დროს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხვირკვია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიაა. ის პარტიიდან ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავების შემდეგ გარიცხეს.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალური პრობლემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ აძლევენ. ადგილზე შეკრებილები თორნიკე რიჟვაძის მისამართით სკანდირებენ: „მონა, მონა!“.