მაყაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2020 18:05
მაყაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

მაყაშვილის ქუჩა №36-ში, რკინა-ბეტონის კედელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი.

Область прикрепленных файлов