ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2020 20:25
ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებასთან ახლოს მდებარე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

76 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა.