სექტემბრის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა - ჯანმო
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2020 21:47
სექტემბრის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა - ჯანმო

მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ ეს ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული მძიმე ეფექტური და აუცილებელი ზომების დამსახურებაა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლმა 63 მილიონს გადააჭარბა.