ინფორმაცია პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2020 20:00
ინფორმაცია პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება.

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული პირები გამოცდის ჩატარების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოგვიანებით მიიღებენ.

პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად. სრულ ინფორმაციას  პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების წესის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე  - http://pog.gov.ge/news/informacia-prokuraturis-sakvalifikacio-gamocdis-shesaxeb