საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2020 10:55
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.



სექტემბერში საფრანგეთის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში ფილტვების ინფექციით მოხვდა, თუმცა კლინიკა რამდენიმე დღეში დატოვა.



ის პრეზიდენტი 1974-1981 წლებში იყო.