"საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი, შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებს" - ნანა გეგეჭკორი ცერცვაძეს პასუხობს
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2020 12:39
"საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი, შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებს" - ნანა გეგეჭკორი ცერცვაძეს პასუხობს

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მან უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თველ ექი­მებს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და მათ, რომ მი­ხე­დონ იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბენ.

 

“სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სამ­შობ­ლოც ისე­ვეა, რო­გორც თქვე­ნი…სამ­შობ­ლო­დან თქვე­ნი თა­ო­ბის და­ნა­ტო­ვარ კო­რუფ­ცი­ას და უსა­მარ­თლო­ბას გა­ვე­ქე­ცი თა­ვის დრო­ზე. ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არას­დროს არა­ფე­რი მი­თხო­ვია, პი­რი­ქით ჩემი შვი­ლე­ბის ლუკ­მას ვუ­ყოფ იქ დარ­ჩე­ნილ გა­ღა­ტა­კე­ბულ ოჯა­ხის წევ­რებ­სა, თუ ახ­ლო­ბელ მე­გობ­რებს.

ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამსვცდი­ლობ ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით შე­ვე­ხი­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას ვერ ღე­ბუ­ლობს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი პატ­რო­ნი არ ჰყავს, ვერ მიდ­გე­ბა მოდ­გე­ბა და ვერ იპო­ვის ად­გილს ჰოს­პი­ტალ­ში… მათი პრობ­ლე­მე­ბი ჩემი და უამ­რა­ვი, ჩემ­სა­ვით უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მის ყო­ველ­დი­უ­რო­ბა გახ­და…რაც შე­ე­ხე­ბა შეც­დო­მებს და პრობ­ლე­მებს, ამა­ზე შუ­ა­გულ ომში არ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ ესეც ჩა­ივ­ლის და ანა­ლი­ზის დროც აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა…” – წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი .