27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან გოგონა დაიბადა
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2020 17:49
27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან გოგონა დაიბადა

აშშ-ში 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან გოგონა დაიბადა. ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა, რადგან მანამდე ყველაზე ძველი ემბრიონი, საიდანაც ბავშვი დაიბადა 24 წლის წინ იყო გაყინული.

ინფორმაციას ამის შესახებ  BBC ავრცელებს.

ახალშობილი გიბსონების ოჯახში დაიბადა, წყვილმა იმავე მეთოდით შვილი 2017 წელსაც გააჩინა.

ემბრიონების დონაციის ეროვნული ცენტრის დახმარებით, აშშ-ში მცხოვრებ ნებისმიერ ოჯახს შეუძლია, შვილის გასაჩენად მილიონობით გაყინული ემბრიონი გამოიყენოს.