თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: პირველივე მოსახვევში მოსრიალდა – პინგ პონგის მსუბუქი ბურთივით, ქარმა წაიღო
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2020 16:52
თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: პირველივე მოსახვევში მოსრიალდა – პინგ პონგის მსუბუქი ბურთივით, ქარმა წაიღო

 

გამოცემა ტაბულას დამფუძნებელი და რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ელჩების მიერ გრიგოლ ვაშაძის გამოკვეთილმა ქებამ, თითქოს მათი ხათრით დაასრულა პოლიტიკური კარიერა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რა არაპროფესიონალთან გვქონდა საქმე.

კაცი იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით დღეზე ნათელი იყო ბოიკოტის გამოცხადებამდეც – ამ კაცმა არც იფიქრა ბოიკოტის აწევა შეუძლია, თუ არ შეუძლია, გამართა ბრიფინგი და გამოაცხადა ბოიკოტი.

შეუძლებელია, ოდნავ საქმეში ჩახედულ ადამიანს ვერ წარმოედგინა დასავლეთის წნეხის მასშტაბი.

დაიწყო დასავლეთის ზეწოლა და პირველივე მოსახვევში მოსრიალდა – პინგ პონგის მსუბუქი ბურთივით, ქარმა წაიღო.

აი ასეთ ცანცარა და არასერიოზულ კაცთან გვქონდა საქმე.

პოლიტიკოსებო, სანამ რამეს გამოუცხადებთ ამომრჩეველს – ბოიკოტი იქნება, გვირაბის გათხრა, თუ ზღვის გადაცურვა, დაფიქრდით ხოლმე – შეგიძლიათ სიტყვის შესრულება, თუ არა.

თქვენი ტრუხა დაპირებები მთელ პროცესს აზიანებს.

სიტყვას აქვს ფასი!”-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.