„ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… ასე უთქმელად…“ – ნინი შერმადინს დედაც გარდაეცვალა
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2020 17:16
„ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… ასე უთქმელად…“ – ნინი შერმადინს დედაც გარდაეცვალა

 

ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალური ქსელში დედის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

 “ნეტა კიდევ როდის შევხვდებით. ძალიან მომენატრებით… ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… ასე უთქმელად… ძალიან მიყვარხართ. შეხვედრამდე მარადისობაში” – წერს დედაზე მომღერალი.

 ნინის, გაზაფხულზე, მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ მამა გარდაეცვალა.